ელი სააბი დაიბადა 1964 წელს ლიბანში. ინტერესი
მოდის მიმართ ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში გამოამჟღავნა და ამ ასაკშივე დაიწყო კაბების
კერვა მისი დებისთვის. მიუხედავად იმისა რომ თვითნასწავლი დიზაინერია, იგი ითვლება
მოდის ფენომენად.
1982 წელს 18 წლისამ ბეირუთში საკუთარი ატელიე გახსნა. პროფესიონალიზმისა
და განსაკუთრებული ხედვის წყალობით ადვილად
გაითქვა სახელი და მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მალევე მოახერხა ისიც რომ მისი შემოქმედება მაღალი მოდის კოლექციებს მიაკუთვნეს.
ელი სააბის კოლექციები ძირითადად საღამოს
კაბებისგან შედგება რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებული ქსოვილებისგან იქმნება,რაც ამ
კაბებს განუმეორებელ დახვეწილობას ანიჭებს. შესაბამისად ბრენდის ტანსაცმლის საბაზრო
ღირებულება საკმაოდ მაღალია.
ბრენდი ტანსაცმლის გარდა აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და
პარფუმერიასაც აწარმოებს.
ცნობილი სახეები
ხშირად იწონებენ წითელ ხალიჩაზე თავს ელი სააბის ტანსაცმლით. უნდა აღინიშნოს რომ ყველაზე დიდი წარმატება ბრენდს მოუტანა კაბამ რომელიც
ჰოლი ბერის ოსკარის დაჯილდოებაზე ემოსა. სწორედ ამ კაბის მეშვეობით
გაიცნო მსოფლიომ ელი სააბი.
Haute Couture
2003
Haute Couture
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
Ready To Wear
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
Pre-Elie Saab
2013
2014
ცნობილი სახეები Elie Saab-ის ტენსაცმლით
ირინა შეიკი, იზაბელ გალარტი
მილა იოვოვიჩი, ოლივია სპენსერი
სკარლეტ იოჰანსონი, ბლეიკ ლაივლი, რიანა
კეიტი ჰოლმსი
მილა კუნისი
ნინა დობრევი
ჰოლი ბერი, ანჯელინა ჯოლი
No comments:
Post a Comment