ბევრს ჰგონია, რომ სეკრეტი რამდენადაც გაპიარებულია, იმდენად ღირებულია.რა თქმა უნდა დღეს ეს ბრენდი საცვლების ერთ-ერთი წამყვანი კoმპანიაა,თუმცა აშკარაა,რომ VS აღარ არის ისეთი როგორიც იყო ადრე. მაშინ, როცა ანგელოზებში იყვნენ ტაირა და ჟიზელი.
ახლა კი პოდიუმზე გამოჰყავთ ლინდსი ელინგსონი.ალბათ უკვე გასაგებია რა ცვლილებები განიცადა ბრენდმა.
კიდევ არის აქ რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, რადგან VS-ის "გოგონები" ძალიან არიან გაპიარებულები ჰგონიათ,რომ როგორც მოდელები მაღალ საფეხურზე დგანან. ასევე მცდარია ის მოსაზრება, რომ თუ VS-ს არ მოსწონხარ და არ გამოჰყავხარ შოუზე ნოლი ხარ.
უბრალოდ შევხედოთ ფაქტებს. რაც სეკრეტმა ირინა შეიკი და კეიტ აპტონი დაიწუნა და შოუზე არ გამოიყვანა, მას შემდეგ გააქტიურდნენ.ეს კიდევ ცალკე თემაა,მაგრამ აშკარაა რომ VS-ის ამბიციები ზღვარს სცდება და არ წარმოადგენს იმდენს, როგორც თვითონ ჰგონია.
ვიქტორიას სეკრეტის დღევანდელი შემადგენლობაში,არიან მოდელები რომლებიც პირდაპირ VS - თან ასოცირდება.
რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ფოტოს, სადაც ადრიანა ლიმას გვერდით ჟიზელ ბიუნდჰენი მოიხსენიეს დაბალი დონის მოდელად,ესეც ცალკე საკითხია როცა ვერ ერკვევი მაგრამ როგორც ჩანს ხალხს ერევა ერთმანეთში მაგარი ქალი და მაგარი მოდელი და მოდელობა მხოლოდ კამერების წინ "ტყლარჭვა" ჰგონიათ.
No comments:
Post a Comment