Thursday, May 1, 2014

Becoming Anna...






გუშინ ღამით ვფიქრობდი, თუ რა არის საჭირო იმისათვის რომ მოდის სამყაროში წარმატებას მიაღწიო. რასაკვირველია პირველ რიგში  გამახსენდა "ყინულის დედოფალი"...  ანდერსენის ზღაპრის "ყინულის დედოფალი" კი არა, ანა  ვინტური გამახსენდა - ქალი რომელის მთელ მოდის ინდუსტრიას განაგებს. გადავწყვიტე უფრო ახლოს გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც შექმნა ახალი ერა არამარტო ჟურნალ "ვოგის" არამედ, სრულიად მოდის სამყაროში.


ანა 1949 წლის 3 ნოემბერს, ლონდონში დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა მიდრეკილება მოდისადმი. მის წარმატებას ხელი შეუწყო მამამ, რომელიც ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი გახლდათ. ანა ხშირად იღებდა მისგან რჩევებს. სკოლის დამთავრების შემდეგ კოლეჯის ნაცვლად სიარული ჟურნალისტიკურ კურსებზე დაიწყო. 21 წლისა კი  მუშაობას შეუდგა  ჟურნალ Harper's Bazaar-ში. 1983 წელს დანიშნეს ჟურნალ "ვოგის" კრეატიულ რედაქტორად.  შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა მისი შეუდრეკელი ხასიათი. ანა პირველივე დღიდანვე გამოთქვამდა თავის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ვოგის ფორმატი უკვე მოძველებული იყო. თუმცა კარიერის დასაწყისში მის სიტყვას საკმარისად არ აფასებდნენ. მოგვიანებით ვინტურმა ჟურნალ H&G-სთანაც ითანამშრომლა. 1988 წელს კი უკვე ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის პოსტი დაიკავა.  სწორედ აქედან დაიწყო მისი აღმავლობა: რადიკალურად შეცვალა ჟურნალი, შემოიყვანა ახალი სახეები და დაანგრია ყოველგვარი სტერეოტიპი.









2001 წელს მოდის კვირეული ორი დღით ადრეც კი დაამთავრეს, რადგან ანას მისი პროგრამა ზედმეტად გაწელილი მოეჩვენა.
2006 წელს გადაიღეს ფილმი "ეშმაკს აცვია პრადა",რომელიც ლორენ ვაისბერგერის მიერ  დაწერილი ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. ფილმში ანას პროტოტიპს ანსახიერებს ყველასათვის საყვარელი მსახიობი მერილ სტრიპი.
2008 წელს ვინტურმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერის წოდება მიიღო ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ  II-სგან მოდის სფეროში შეტანილი წვლილისათვის.



 ანა დღემდე წარმატებულად მოღვაწეობს. მის სიტყვას მოდის წარმომადგენლებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ვინტურს უამრავი ადამიანი "ცივსისხლიანად", "ეშმაკად" წარმოაჩენს, მიუხედავად ამისა მე მაინც მიმაჩნია, რომ საზოგადოება არასწორად აფასებს  ამ პიროვნებას. შეუძლებელია იყო მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ადამიანი ისე, რომ შეინარჩუნო რიგითი მოქალაქისათვის დამახასიათებელი თვისებები. წარმომიდგენია რამდენად რთული იქნებოდა ანასთვის გამხდარიყო ისეთი როგორიც დღეს არის.  ვოგის თანამშრომლებს ვურჩევდი ნებისმიერ ფასად მხარში ამოუდგნენ ამ დიდებულ ადამიანს. როგორც თავად ანა იტყოდა, ყველას უნდა რომ მისნაირი იყოს, თუმცა ხმამაღლა ამის აღიარება არ შეუძლიათ.

ავტორი: ნინა 

1 comment:

  1. ჩემი ანუშკი როგორ მიყვარს <3

    ReplyDelete